 ლოცვანი ლოცვის დროს პირჯვრის წერისა და მეტანიის შესახებ
იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს. დილის ლოცვანი (PDF ხუცურად) ძილად მისვლის ლოცვანი (PDF ხუცურად) ლოცვანი აღსარების წინ და შემდგომ (PDF ხუცურად) ლოცვანი ზიარების წინ (PDF ხუცურად) ზიარების შემდგომი ლოცვანი (PDF ხუცურად)
ყოველდღიური 7-გზის ლოცვები ჩვენი ბედნიერებისათვის (PDF ხუცურად) ლოცვები დილის 6 საათზე ლოცვები დილის 9 საათზე ლოცვები დღის 12 საათზე ლოცვები დღის 3 საათზე ლოცვები საღამოს 6 საათზე ლოცვები საღამოს 9 საათზე ლოცვები ღამის 12 საათზე
ლოცვანი ყოველთა შვიდეულთა დღეთანი (PDF ხუცურად) ამ ლოცვებში გადმოცემულია ვედრება ღვთის, ზეციური ძალების და წმინდანების მიმართ, ბოროტ გულის-სიტყვათა წინააღმდეგ. ისინი, ჩვენი სურვილისამებრ, შეგვიძლია წავიკითხოთ „დილის" და „ძილის წინ" ლოცვების შემდეგ. ასე, მაგალითად - ორშაბათ დილას, როდესაც მოვრჩებით „დილის ლოცვების" კითხვას, შეგვიძლია წავიკითხოთ - „ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის ორშაბათს". ორშაბათ საღამოს, როდესაც მოვრჩებით ლოცვებს „ძილის წინ", შეგვიძლია წავიკითხოთ - „ლოცვა შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოზისათა ორშაბათს" და ა.შ. ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
|