ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.
ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): "ამინდის შეცვლასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების გარდა, რომლებიც მაის-ივნისში, ან საჭიროების დროს იმართებოდა, ხალხურ დღეობათა კალენდარში გამოყოფილია განსაკუთრებული დღე – 2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი), როდესაც ამინდის განმგებელის ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს. უძრავი დღესასწაულის გარდა, წმიდა ელიას გვალვის დროს გაწვიმებას არა მარტო ხალხი, არამედ ეკლესიაც შეს
... კითხვის გაგრძელება »
აღინიშნება და იგი ერთ-ერთ განსაკუთრებულ სასწაულთაგანს უკავშირდება, რაც იესო ქრისტემ ამქვეყნად აღავლინა. უფალმა ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ მოციქულებისა და ყოველი მორწმუნისათვის მომავალი ცხოვრების საიდუმლო ეჩვენებინა. გვასწავლა, რომ თითოეულმა ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა დაიწყოს მზადება და შეუდგეს სულიერ ფერისცვალებას, რათა დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი. რა საიდუმლოებას მოიცავს მაცხოვრის ფერისცვალება, რა არის ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის საჭირო და როგორ უნდა შევხვდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს? "ამბიონს” წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მღვდელი გიორგი რაზმაძე ესაუბრა.
მამა გიორგი (რაზმაძე): "ფერისცვალება ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის. ეს დღე განსაკუთრებულია ყოველი მართლმადიდებლისათვის. ყველამ ვიცით, რომ ამ დროს იესო ქრისტემ ფერი იცვალა და ეს ფერ
... კითხვის გაგრძელება »
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. 12 საუფლო დღესასწაულთაგან ფერისცვალება ერთ-ერთი უმთავრესია იგი უფალისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36) მახარებლები.
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: "განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი”. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთ
... კითხვის გაგრძელება »
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მრავალი დღესასწაულია მიძღვნილი. მათ შორის ხალხში 15/28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა გამოირჩევა. ეს ის დღეა, როდესაც წმინდა მარიამი იერუსალიმში გარდაიცვალა და თავად იესო ქრისტემ მიიღო მისი სული. ცოტა ხანში უფალმა იგი ხორციელადაც გაიყვანა ამ ქვეყნიდან.
როგორ აღინიშნებოდა მარიამობის დღე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში? გვესაუბრება ქალბატონი ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): "მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარიამობის მარხვა უძღვის. მარხვა მძიმეა. დიდმარხვის მარიამობა მთელ საქართველოში დიდი უქმე იყო.
რაჭაშიც მარიამობა დიდი უქმე იყო. დილით ადრე ყველიან ან ქონიან განატეხს აცხობდნენ და სანთელს ცეცხლში აკმევდნენ. დიასახლისი, რომელსაც ხელში განატეხი და ღვინის ზედაშე ეჭირა, ილოცებდა და მარიამობის ძალასა და მადლს, მშვიდობას და მომავალი მ
... კითხვის გაგრძელება »