„5. (თქვა უფალმან იგავი ესე:) გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი. 6. და სხუაი დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი. 7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8. და სხუაი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. 9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაი არს იგავი ესე? 10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა ღმრთისაი, ხოლო სხუათა – იგავით, რაითა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. 11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი. 12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაი იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ. 13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რ
... კითხვის გაგრძელება »