სათნოებათა დედა არის ლოცვა, სათნოებათა საფუძველი კი - მარხვა.
მარხვა არის მუდმივი ზომიერება ჭამაში და საზრდელის გონივრული გარჩევა.
ამპარტავანო კაცო! რაოდენ მაღალი, რაოდენ განსაკუთრებული წარმოდგენა გაქვს საკუთარ გონებაზე, ის კი მუდამ და მთლიანად მუცელზეა დამოკიდებული.
მარხვის კანონი, გარეგნულად თითქოს მუცლისათვის შემოღებული, სინამდვილეში გონებისათვის არის დაწესებული.
თუკი გონებას, შინაგან მეუფეს, სურს ძალაუფლება შეიმოსოს და შეინარჩუნოს, პირველ ყოვლისა მარხვის კანონს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ მაშინ იქნება იგი მუდამ მღვიძარე და ნათელი, მხოლოდ მაშინ შეძლებს გულსა და გონებაზე ბატონობას, მხოლოდ მუდმივი მღვიძარების პირობებში მოახერხებს სახარების მცნებების შესწავლას და დაცვას. ძირი სათნოებათა არის მარხვა.
ახლად აგებულ კაცს სამოთხეში შეყვანის შემდეგ ერთადერთი მცნება მიეცა - მარხვა. ცხადია, ეს ირთადერთი მცნება იმიტომ მიეცა, რომ იგი საკმარისი იყო ახლად აგებული კაცის უცოდველად დასაცავად. ეს მცნება არაფერს ამბობდა საკვების რაოდენობ
... კითხვის გაგრძელება »

ჩვეულებრივ, ტაძარი იყოფა ორ ნაწილად: საკურთხევლად და შუა ტაძრად, ხანაც სამ ნაწილად საკურთხეველი, შუა ტაძარი და სტოვა ან კარიბჭე. საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი. შუა ტაძარში ერისკაცები ლოცულობენ, სტოვა კი განკუთვნილია კათაკმევლებისა და მონანულებისთვის. წმ. მამათა აზრით, ტაძრის ორნაწილიანი დაყოფა მიუთითებს: 1) ქრისტეს ორ ბუნებაზე, რომელშიც ღვთიური უხილავია, ადამიანური კი -ხილული; 2) ადამიანზე, რომელიც სულისა და ხორცისაგან შედგება; 3) სამების საიდუმლოზე, რომელიც არსით მიუწვდომელია, მაგრამ ამქვეყნად განცხადებული განგებულებით და სხვა სასწაულებით შეიმეცნება; 4) ხილულ და უხილავ ქვეყანაზე, სადაც საკურთხეველი ცაა, ტაძარი კი - მიწა.
ტაძრის სამნაწილიანი დაყოფა კი შეესაბამება: 1) წმ. სამებას; 2) ციურ დასთა სამ იერარქიას; 3) ადამიანთა საზოგადოებას, რო
... კითხვის გაგრძელება »
ზოგადი ცნობები ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმების შესახებ გვხვდება ჯერ კიდევ III-IV საუკუნის თხზულებებში, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობა. ამ პერიოდის ძეგლია „მოციქულთა ხელდასხმანი", სადაც ვკითხულობთ: „იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა, წაგრძელებული ფორმის, აღმოსავლეთით მიმართული, ორივე მხარეს აღმოსავლეთით ჰქონდეს მინაშენი". როგორც უკვე ითქვა, ტაძარი აღიქმებოდა ხომალდად, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ტაძრის ამგვარი აღქმა მომდინარეობს ნოეს კიდობნიდან, რომელიც ღვთის კურთხევით შეიქმნა და მასში მყოფნი წარღვნას გადაარჩინა. III საუკუნის მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი წერს: „ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხ
... კითხვის გაგრძელება »
პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი იყო.
ღვთისმეტყველება არის ღვთის შემეცნება, რამდენადაც ღმერთი უცხადებს ადამიანს თავის თავს და, ამავე დროს, ისაა უფლისადმი კაცის შინაგანი თაყვანისცემის გამოხატულება. სამოთხეში ეს ღმერთთან პირად ურთიერთობაში ვლინდებოდა. ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ კი ეს კავშირი სხვაგვარად ხორციელდებოდა. ადამიანი განიცდიდა დაშორებას ღვთისაგან, ითხოვდა ცოდვათა მოტევებას და ელოდა ხსნას. მაგრამ რაკი კაცი სულისა და ხორცისაგან შედგება, ეს სულიერი მიმართება ხილული ნიშნებითაც უნდა გამჟღავნებულიყო. ხილული ნიშნებიდან ყველაზე გავრცელებული და ღვთისგან დადგენილი ფორმა თაყვანისცემისა იყო მსხვერპლშეწირვა. პირველად მსხვერპლს ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში სწირავდნენ (აბელი
... კითხვის გაგრძელება »
წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფს. 83,10) და თქვა: „ყველასათვის საერთოს - ღმერთს, სიყვარული ითავისებს, ამგვარია მისი თვისება, ამიტომაც ამბობს დავით მეფე: „სახლსა ღმრთისა ჩემისასა". შეყვარებულს არა მარტო სატრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭის და ქუჩის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, რომ მის წინაშე თავად იმყოფება. ასევე წინასწარმეტყველნიც - თუმცა ვერ ხედავენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებენ და მასში ჰყავთ იგი წარმოდგენილი" („ქადაგება ეკლესიაში სიარულის შესახებ").
ზოგადი განმარტებით „ტაძრად იწოდება განსაკუთრებული, ღვთისათვის შეწირული შენობა, რომელშიც
... კითხვის გაგრძელება »