დიდი მარხვა - იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.
პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.
მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო).
შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და
... კითხვის გაგრძელება »
გამოყენებული ლიტერატურა: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" თარგმანი: თინათინ გოგოჩაშვილისა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაწინდვა ხარება ქრისტეს შობა უფლის წინადაცვეთა მოგვთა თაყვანისცემა უფლის ტაძრად მიყვანება - მირქმა ეგვიპტეში გაქცევა წმინდა ოჯახის ცხოვრება ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ უფალ იესო ქრისტეს მოღვაწეობის დასაწყისი ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად ღვთისმშობელი თავისი ძისა და ღმერთის ჯვართან იესო ქრისტეს აღდგომა უფლის ამაღლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მი
... კითხვის გაგრძელება »
ლოცვანი მიცვალებულთათვის წესი, რომელსა ასრულებს ერის-კაცი მიცვალებულისათვის სახლში და საფლავსა ზედა ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთანი ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის დაუჯდომელი მიცვალებულთა სულთა შეწევნისათვის ქვრივი მამაკაცის ლოცვა ქვრივი დედაკაცის ლოცვა მშობლის ლოცვა გარდაცვლილი შვილისათვის შვილის ლოცვა გარდაცვლილი მშობლისათვის ერისკაცის მიერ წასაკითხი სულის ამოსვლის კანონი
ლოცვანი ღმრთისმშობლის სხვადასხვა სასწაულთმოქმედი ხატების მიმართ
ლოცვანი სამშობლოსათვის ლოცვა ერისა და მამულისათვის ლოცვა ქრისტეს-მოყვარეთა ერთათვის ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის
ლოცვანი ოჯახის კეთილდღეობისთვის ლოცვაჲ ქალწულისა მიმადლებისათჳს ღმრთივსათნოჲსა მეუღლისა ლოცვა მოციქულ სვიმონ კანანელისადმი ბედნიერისა ქორწინებისათვის ლოცვაჲ მამათაჲ შვილთა თჳსთათჳს მშობელთა ლოცვითი სულთქმანი შვილთა თვისთათვის (დედის ლოცვა) ლოცვა ცოლ-ქმრისა უშვილობისა გამო ლოცვა დედათა ფეხმძიმობის ჟამს ლოცვა ოჯახის ბედნიერებისათვის წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოს მიმართ ლოცვა წმინდანთა დათა-მოწამეთა მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა ლოცვა შვილთა მფარველი ანგელოსისადმი შვილის ლოცვა მშობლებისთვის მამის ლოცვა შვილთათვის
ფსალმუნნი მეფისა დავითისაკანონი 1 კანონი 6 კანონი 11 კანონი 16 კანონი 2 კანონი 7 კანონი 12 კანონი 17 კანონი 3 კანონი 8 კანონი 13 კანონი 18 კანონი 4 კანონი 9 კანონი 14 კანონი 19 კანონი 5 კანონი 10 კანონი 15 კანონი 20
ფსალმუნთა კითხვის წესი
წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა
ტროპარები და კონდაკები
სხვადასხვა ლოცვანი
ლოცვანი წმიდა სამებისა და იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა წმიდა სამების მიმართ ლოცვა დღითი-დღე სათქმელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა გმადლობის ლოცვა თქმული წმიდისა მაკარისი
ლოცვანი ღმრთისმშობლისადმი ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ, უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა ლოცვა სავედრებელი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ წმიდისა მამისა ჩუენისა მარკოს მონაზონისა ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პ
... კითხვის გაგრძელება »
სხვადასხვა ყოველდღიური ლოცვანი ლოცვანი საზრდელის მიღების წინ და შემდგომად საზრდელის მიღებისა (PDF ხუცურად) ლოცვანი სწავლის დაწყების წინ და შემდგომად სწავლისა (PDF ხუცურად) ლოცვანი ყოველი საქმის დაწყების წინ და შემდგომად საქმის აღსრულებისა (PDF ხუცურად) ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის (PDF ხუცურად) ლოცვა სნეულთათვის (PDF ხუცურად) ლოცვა თხოვათა მიმთხვევისათვის (PDF ხუცურად) ლოცვა სეფისკვერისა და წმიდა წყლის მიღებისათვის (PDF ხუცურად) ლოცვა ხატის წინაშე სანთლის დანთებისას სათქმელი (PDF ხუცურად) ლოცვა ეფრემ ასურისა (PDF ხუცურად) ლოცვა წმიდა წერილის წაკითხვის წინ და შემდგომ (PDF ხუცურად) ოპტინელი ბერების ლოცვა (PDF ხუცურად) წმიდა იოანე ოქროპირის ლოცვა დილა-საღამოს საკითხავი (PDF ხუცურად) ლოცვანი სინანულისანი (PDF ხუცურად) ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ
„ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავნი საგალობლენი სრულიად წელიწადსა შინა
იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვი
... კითხვის გაგრძელება »
ჩვეულებრივ, ტაძარი იყოფა ორ ნაწილად: საკურთხევლად და შუა ტაძრად, ხანაც სამ ნაწილად საკურთხეველი, შუა ტაძარი და სტოვა ან კარიბჭე. საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი. შუა ტაძარში ერისკაცები ლოცულობენ, სტოვა კი განკუთვნილია კათაკმევლებისა და მონანულებისთვის. წმ. მამათა აზრით, ტაძრის ორნაწილიანი დაყოფა მიუთითებს: 1) ქრისტეს ორ ბუნებაზე, რომელშიც ღვთიური უხილავია, ადამიანური კი -ხილული; 2) ადამიანზე, რომელიც სულისა და ხორცისაგან შედგება; 3) სამების საიდუმლოზე, რომელიც არსით მიუწვდომელია, მაგრამ ამქვეყნად განცხადებული განგებულებით და სხვა სასწაულებით შეიმეცნება; 4) ხილულ და უხილავ ქვეყანაზე, სადაც საკურთხეველი ცაა, ტაძარი კი - მიწა.
ტაძრის სამნაწილიანი დაყოფა კი შეესაბამება: 1) წმ. სამებას; 2) ციურ დასთა სამ იერარქიას; 3) ადამიანთა საზოგადოებას, რო
... კითხვის გაგრძელება »
ზოგადი ცნობები ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმების შესახებ გვხვდება ჯერ კიდევ III-IV საუკუნის თხზულებებში, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობა. ამ პერიოდის ძეგლია „მოციქულთა ხელდასხმანი", სადაც ვკითხულობთ: „იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა, წაგრძელებული ფორმის, აღმოსავლეთით მიმართული, ორივე მხარეს აღმოსავლეთით ჰქონდეს მინაშენი". როგორც უკვე ითქვა, ტაძარი აღიქმებოდა ხომალდად, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ტაძრის ამგვარი აღქმა მომდინარეობს ნოეს კიდობნიდან, რომელიც ღვთის კურთხევით შეიქმნა და მასში მყოფნი წარღვნას გადაარჩინა. III საუკუნის მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი წერს: „ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხ
... კითხვის გაგრძელება »
პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი იყო.
ღვთისმეტყველება არის ღვთის შემეცნება, რამდენადაც ღმერთი უცხადებს ადამიანს თავის თავს და, ამავე დროს, ისაა უფლისადმი კაცის შინაგანი თაყვანისცემის გამოხატულება. სამოთხეში ეს ღმერთთან პირად ურთიერთობაში ვლინდებოდა. ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ კი ეს კავშირი სხვაგვარად ხორციელდებოდა. ადამიანი განიცდიდა დაშორებას ღვთისაგან, ითხოვდა ცოდვათა მოტევებას და ელოდა ხსნას. მაგრამ რაკი კაცი სულისა და ხორცისაგან შედგება, ეს სულიერი მიმართება ხილული ნიშნებითაც უნდა გამჟღავნებულიყო. ხილული ნიშნებიდან ყველაზე გავრცელებული და ღვთისგან დადგენილი ფორმა თაყვანისცემისა იყო მსხვერპლშეწირვა. პირველად მსხვერპლს ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში სწირავდნენ (აბელი
... კითხვის გაგრძელება »
წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფს. 83,10) და თქვა: „ყველასათვის საერთოს - ღმერთს, სიყვარული ითავისებს, ამგვარია მისი თვისება, ამიტომაც ამბობს დავით მეფე: „სახლსა ღმრთისა ჩემისასა". შეყვარებულს არა მარტო სატრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭის და ქუჩის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, რომ მის წინაშე თავად იმყოფება. ასევე წინასწარმეტყველნიც - თუმცა ვერ ხედავენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებენ და მასში ჰყავთ იგი წარმოდგენილი" („ქადაგება ეკლესიაში სიარულის შესახებ").
ზოგადი განმარტებით „ტაძრად იწოდება განსაკუთრებული, ღვთისათვის შეწირული შენობა, რომელშიც
... კითხვის გაგრძელება »
„5. (თქვა უფალმან იგავი ესე:) გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი. 6. და სხუაი დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი. 7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8. და სხუაი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. 9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაი არს იგავი ესე? 10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა ღმრთისაი, ხოლო სხუათა – იგავით, რაითა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. 11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი. 12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაი იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ. 13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რ
... კითხვის გაგრძელება »